











4 წელიწადში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით:
95.000 სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
30.000 სამუშაო ადგილი სამ IT ქალაქში;
90.000 სამუშაო ადგილი საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით.
21.000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში;
15.000 დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში;
40.000 აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში;
2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება.
საქართველოში ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლია.
მოიგებს მცირე და საშუალო ბიზნესი და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი მონოპოლიური საბანკო სექტორი;
სწორედ ეს ანტი-მონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარადგენს.
ყველა პენსიონერისთვის 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოიწერება.
ჩვენი გამარჯვებისთანავე. „ლიბერთი ბანკი“ აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოციალური დახმარების გაცემაში.
2021 წლიდან საქართველოში წამლების გაიაფდება მინიმუმ 30%-ით.
აღარ იქნება არც ერთი მონოპოლისტური, ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია, რომელიც გაჭირვებული ადამიანების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდება.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც დავნერგავთ წამლის ფასწარმოქმნის გამჭვირვალე ევროპულ სტანდარტებს და წამლების მონოპოლისტებს აღარ ექნებათ 300, 400 და 700%-იანი მოგებები ცალკეულ მედიკამენტებზე;
წამალი და ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის!
2021 წლიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არ აღემატებს ერთ მილიონ ლარს, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები!
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
აშშ-სა და ბრიტანეთიდან მოწვეული უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს და სააპელაციო სასამართლოში.
ამერიკული მოდელის დეპოლიტიზებულ პოლიცია, რაიონული საპატრულო პოლიციის უფროსების არჩევითობა.
2021 წელს ყველა პოლიციელის ხელფასი გაიზრდება 500 ლარით. ყველა პოლიციელისთვის დაინერგება სახელფასო ზრდისა და კარიერული განვითარების სისტემა.