ავთანდილ შარვაშიძე გახლავთ გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური კომუნიკაციების სპეციალისტი. 1999-2004 დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი. მას აქვს 17 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

იგი გახლავთ საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის სიმბოლოს თანაავტორი, ასევე მის მიერ არის შექმნილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ბრენდინგი და პირველი IP ტელევიზიის, სილქტივის სრული ინტერფეისი.

იგი არის 2009 წელს შანხაის მსოფლიო ექსპოზე საქართველოს პავილიონის დიზაინის თანაავტორი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი დღემდე არის ერთადერთი, რითაც საქართველო წარმსდგარა მსოფლიო საზოგადოების წინაშე.

იგი გახლდათ სტუდია „პიქსელის“ პარტნიორი დირექტორი და დიზაინერი. მისი მონაწილეობით შეიქმნა ისეთი ბრენდების, კომპანიების და სახელმწიფო უწყებების ვებ პლატფორმები როგორიცაა: ცესკო, თავდაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასევე, სიღნაღი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმის ტურისტული ვებგვერდები. კერძო კომპანიების ვებ გვერდები როგორიცაა აქსისი, კალასი, ბაგები სითი ჯგუფი, ელიტელი, რედიქსი, კლუბი 71, საქართველოს ავიახაზები (აირზენა) ცნობილი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდი და სხვა.