ალექსი ნონიაძე -ინჟინერ-ეკონომისტი, ინჟინერიის დოქტორი, პროფესორი.
2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი. 2005 წელს იმავე ინსტიტუტის მაგისტრატურა. 2014 წელს ალექსი ნონიაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
2003-2020 წლებში ალექსი ნონიაძე მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა თანამდებობებზე – უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი.
2007-2013 წლებში ალექსი ნონიაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პრორექტორია. 2011- 2012 წწ. – საქართველოს ელექტრონული სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი. 2018-2020 წწ. – სააგენტო „პარალელის“, ექსპერტ/ანალიტიკოსია.
2020 წლიდან მიყავს რადიო „კომერსანტზე“ საავტორო გადაცემა „აგრო სექტორი“.
2018 წლიდან ის არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი და სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი.