ანა კობახიძემ 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე. ამჟამად არის საჯარო მმართველობის მაგისტრანტი.

2010 წელს მუშაობდა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 2012 -2013 წლებში გახლდათ სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სამსახურის უფროსი – საქართველოს მოსწავლე ახალგაზდობის ეროვნულ სასახლეში, 2013 -2014 წლებში, ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის იურისტი. 2014-2016 წლებში კი ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდში“ ხელმძღვანელობდა რამოდენიმე პროექტს. 2016 წლიდან მ.პ.გ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელი.

2008 წლიდან დღემდე არის საარჩევნო ადმინისტრაციის სერთიფიცირებული მოხელე. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებში ,,ახალგაზრდა პოლიტიკოსების სკოლა“, ,,პოლიტიკოს ქალთა აკადემია“ და სხვა. ამჟამად კი არის ,,ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ პროგრამის მონაწილე.

მიჰყავდა საავტორო გადაცემა ,,სასამართლო სისტემა“ რადიო კომერსანტზე. წარმოადგენს რამოდენიმე რეფორმის თანავტორს, როგორებიცაა მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა.

2016 წლიდან დღემდე გაერთიანებას წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.