ბექა დიასამიძემ 2009 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით სამართალმცოდნეობაში. 2017-2018 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პოლიტოლოგიისა და საჯარო მართვის კუთხით.

2007-2009 წლებში ბექა მუშაობდა იურისტად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული დეპარტამენტი. 2010-2015 წლებში იყო შპს „გივერის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2015-2016 წლებში შპს „გლობალ ექსპერტის“ დირექტორი.

2016 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2016 წლიდან არის პარტია “ახალი საქართველოს“ ერთერთი თანადამფუძნებელი. 2017 წელს ის იყო მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის 70-ე ოლქში. ბექა დიასამიძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.