fbpx

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს, საერთოდ ჩაშალოს მოლაპარაკებები

irakli
ოქტ 13, 2020 კატეგორიის გარეშე 0 Comment

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, საქართველოს აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად მოშლილია.

ვაშაძის თქმით, აქამდე ქვეყანა მმართველი გუნდის არასწორმა ქმედებებმა მიიყვანა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია ჩვენს საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს ისეთ ნაბიჯების გადადგმას, რომ საერთოდ ჩაშალოს და მოლაპარაკებებიც კი არ შედგეს.

მთავარი კითხვა უნდა დავსვათ – რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა სწორედ „დამსხვრეული ოცნებების პარტიის” არასწორმა ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე. არანაირ პასუხისმგებლობას ოკუპანტი ქვეყანა არ გრძნობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, პრობლემები კიდევ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გვქონდა, ადამიანებს იტაცებენ და ამის საპასუხოდ, საერთოდ აღარც კი დადიან ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გამოიწვია მოშლილმა საგარეო სამუშაო პროცესმა და საქართველოს გაქრობამ საერთაშორისო ასპარეზიდან. ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


+32 2 111 878    © 2020 “სტრატეგია აღმაშენებელი”