გიორგი თევდორაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1992-97 წლებში სწავლობდა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2003 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში ქალაქის მერის მრჩევლად. 2004-2007 წლებში მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის მოადგილედ.

2009-2012 წლებში იყო ქუთაისის მერი.

2012-2016 წლებში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გიორგი თევდორაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი და იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.