გიორგი ხაბურზანია არის პროფესიით იურისტი. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას გააჩნია საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, იყო არასამათავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ,,IDF ინოვაციების და განვითარების ფონდში“. 2016-2020 წლებში გიორგი გახლავთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი.