ედნარ მგელაძე 1980-85 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1985-1993 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტში „რადიანი“. ინჟინერ პროგრამისტად.

1993-2011 წლებში ედნარ მგელაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე: საინფორმაციო ცენტრში ინსპექტორ-პროგრამისტის თანამდებობაზე, შემდეგ კი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

2015 წელს – ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

2016 წლიდან არის აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში. მუშაობდა ანალიტიკოსად საარჩევნო ბლოკში „სახელმწიფო ხალხისთვის“. 2017 წლიდან დღემდე არის პარტიაში ახალი საქართველო/სტრატეგია აღმაშენებელი. ედნარ მგელაძე არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტისაოკუპაციო მიმართულებების ხელმძღვანელი.