თამარ ჩარკვიანმა 1980 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლაში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (დღევანდელი „ნიჭიერთა ათწლედი“). 1980-1986 წლებში ის სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილებაზე.

1986-2005წ. თამარ ჩარკვიანი მუშაობდა ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად; მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, მუსიკალური განყოფილების კოორდინატორად. ასევე იყო ავტორი და წამყვანი გადაცემების – „კოლაჟი“ და „მუსიკალური შეხვედრები“.

1987 -2012 წ. მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, საფორტეპიანო კათედრის პედაგოგად.
1995 წელს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად გამოქვეყნდა თამარ ჩარკვიანის მოთხრობები. 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – „რა ჟამს აღსდგე ძილისაგან“.
2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად მან დააფუძნა გაზეთი „ქართული სიტყვა“ – ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკა.
2012 წ. შპს „მორკინალის“ – ვიცე-პრეზიდენტია. 2012-2015 წწ. – შპს „პირველი საავადმყოფოს“ – დირექტორის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

2008-2011 წლებში თამარ ჩარკვიანი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“, პრეზიდენტია;
ბოლო 25 წლის თამარ ჩარკვიანი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქვეყნებდა ქვეყნაში შექმნილი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის თაობაზე პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ბეჭდვით მედიაში. 2019 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“. 2020 წლიდან არის საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი.