თამთა შამათავა – პროფესიით ფილოლოგი და ჟურნალისტი. 2010 წელს მოიპოვა ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, სწავლობს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამაზე.

2010 წლიდან დღემდე მუშაობს კიევის აკადემიაში მიწვეულ ლექტორად. 2017 -2018 წლებში – მოწვეული ლექტორი ევროპის უნივერსიტეტში. 2017 წელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში იმყოფებოდა პოლონეთში და სხვადასხვა სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2015 წელს იმყოფებოდა ლონდონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის.

2018 წელს რადიო კომერსანტზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა. 2015-2016 წლებში თამთა შამათავა იყო ვებგვერდის რედაქტორი ტელეკომპანია „რუსთავი ორში“ , ასევე მუშაობდა რეპორტიორად სხვადასხვა ბეჭდურ მედიაში.2014 წლიდან არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე ,,ინოვაციების და განვითარების ფონდში“.

2016 წლიდან თამთა არის პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს“ და ახლა უკვე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ამჟამად, თამთა შამათავა პარტიაში მუშაობს გარემოს დაცვის და ტურიზმის მიმართულებით.