თეონა აქუბარდია არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტი 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

1999-2002 წლებში მიენიჭა თსუ-ს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით. 2002-2005 წლებში დაამთავრა თსუ-ს ასპირანტურა და ამჟამად არის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2015-2016 წლებში მიენიჭა ლონდონის კინგს კოლეჯის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოება და სტრატეგიის სპეციალობით. იმავე წლებში გაიარა თავდაცვის სამეფო კოლეჯის უმაღლესი სტრატეგიული დონის კურსი.

2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების განხრით. 2014-2018 წლებში იყო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

თეონა აქუბარდია არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი.