2016 წლიდან ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრია. ხელმძღვანელობს პარტიის სოციალურ მიმართულებას და ქალთა ორგანიზაციას.

თეონა ჭალიძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ათ წლიანი გამოცდილება. 2013-2014 წლებში იყო ისნის რაიონის გამგეობის, ტერიტორიული ერთეულის ნავთლუღის უბნის სამსახურის უფროსი. 2013 წელს მუშაობდა ისნის რაიონის გამგეობაში, იყო სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2015-2016 წლებში იყო ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროექტების მენეჯერი და საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორის“ რედაქტორი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში ,,სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ და ,,მედიატორი“, ხელმძღვანელობდა ა/ო-ს ,,ახალგაზრდული მოძრაობა – ჩვენი თაობა“.

განხორციელებული აქვს სამასზე მეტი შემეცნებითი, სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიება თუ პროექტი: „სოციალურად დაუცველთა გვერდით“, შემოქმედ ქალთა ფესტივალი, მოხალისე და მოხალისეობის მნიშვნელობა, ქალთა საინფორმაციო ფორუმი, 100 ქალი ძალადობის წინააღმდეგ, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად და სხვა.