ლაშა დიაროვმა 2017 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2019 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის დოქტორანტი.

ლაშა დიაროვი 2013-2014 წლებში მუშაობდა ქ. საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ. 2016-2017 მ.პ.გ. „ახალი საქართველოს“ თანადამფუძნებელი და საარჩევნო საკითხების ტრენერი. 2017-დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის“ თავმჯდომარე. 2018 წელს ის იყო გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის წევრი, ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი, ოფისის მენეჯერი.

2018 წლიდან ლაშა დიაროვი არის „ახალი საქართელოს“ და ახლა უკვე პარტია „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი და საარჩევნო შტაბის წევრი.