ლევან ჭიჭინაზე არის ეკონომისტი, 20 წლიანი პროფესიული სტაჟით. ღირსების ორდენის კავალერი.

ის მუშაობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, იყო საპარლამენტო მდივანი.

სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება ქართულ ბაზარზე ორი ახალი ავია კომპანიის “LOT” და “Pegasus” შემოყვანა.

2010-2012 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებული დირექტორობის პოზიციაზე მუშაობისას, განახორციელა. თელავისა და ყვარლის ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტი.

ლევანი გახლდათ ასევე გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოს საფინანსო სისტემის მოდერნიზაცია ფაზა -2-ის” ხელმძღვანელი.