ნანა ტოხვაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2017 წლიდან ნანა ხელმძღვანელობს განათლების მიმართულებას და არის განათლების ძირეული რეფორმების პაკეტის, „განათლების ქართული მოდელის“, თანაავტორი.

აკადემიური განათლება – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგი. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და თარგმანის ავტორი, წიგნის რედაქტორი.

ნანა ტოხვაძემ ათენში დააფუძნა პირველი ქართული სკოლა, რითაც 2012-2015 წლებში 150-ზე მეტ ემიგრანტ მოზარდს მისცა სრულფასოვანი განათლება მშობლიურ ენაზე.

2012 წელს დაასრულა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიების პროფესიული კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ნანას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის, კონფლიქტების მართვისა თუ ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის საკითხებზე. ნანა ტოხვაძე არის მრავალი საერთაშორისო სემინარის, ტრენინგ კურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. 2018 წელს, EECMD-ის ორგანიზებით მონაწილეობდა მრავალპარტიულ დელეგეციაში ტუნისში. 2019 წელს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის ორგანიზებულ სემინარზე წარმოადგენდა საქართველოს „საერთაშორისო ლიდერთა აკადემიაში“, გერმანიაში.