პაატა მანჯგალაძე არის პროფესიით იურისტი-კონსტიტუციონალისტი. მას გააჩნია საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.

სხვადასხვა პერიოდში ის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტი, ადვოკატი კერძო საადვოკატო კომპანიაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი აუდიტორი, გურიის მხარის  გუბერნატორის მოადგილე, არჩეული იყოს საკრებულოს წევრად.

2014-2016 წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდენტური პროგრამის „საპარლამენტო იურიდიული კლინიკის“ ავტორი და ხელმძღვანელი. 2016 წლიდან პაატა მანჯგალაძე არის ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2020 წლიდან – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი.