მოგიწოდებთ აკეთეთ საქმე და ნუ იქნებით საქმის კეთების იმიტაციით დაკავებული, ეს არის ზრუნვა სოფელზე ბატონო გახარია?! – გიორგი ვაშაძე

„ეს არის ზრუნვა სოფელზე ბატონო გახარია?!“ – პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ტელევიზიებში პრანჭვით არის დაკავებული რეალური საქმის კეთების ნაცვლად და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“, რომელიც გულისხმობდა 1 ლარიან ფასდაკლებას დიზელის საწვავზე ტყუილია და სინამდვილეში 1 ლარის ნაცვლად 16 თეთრიანი ფასდაკლება კეთდება, რომელიც დოკუმენტებით […]

სერგო ჩიხლაძე – ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება

ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სერგო ჩიხლაძე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეზღუდვები აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეის თანაავტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებას და ჯანდაცვის უწყებებს ეპიდემიის მართვის კუთხით მწყობრი გეგმა არ აქვს და „ქართული ოცნება“ ეპიდემიას მოსახლეობის დასაშინებლად […]

“არ შეიძლება მარტო ზეპირი განცხადებებით იმართებოდეს ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა და სხვა დანარჩენი, რომელიც ჯანმრთელობას, ვირუსს თუ ადამიანების შიმშილს ეხება, არ აინტერესებთ. ოპოზიციოენრი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ზეპირი განცხადებებით იმართებოდეს. „სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ხალხმა უნდა იცოდეს, ხვალ, ზეგ ან რამდენიმე კვირაში რა იქნება?! არ შეიძლება მარტო ზეპირი განცხადებებით […]

სერგო ჩიხლაძე – როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზეც კი არ თაკილობს კორუფციულ, კლანურ გარიგებებს და საეჭვო კონტრაქტების დადებას

„ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ დირექტორის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული 930 000 ლარის ღირებულების ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი რეალურად ჩინური აღმოჩნდა. ჩიხლაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამინისტრო ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა, რაც სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს აჩენს. „24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდა 930 […]

საჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მართვა კრიზისამდე და პოსტკრიზისული სიტუაციის დროს, უსისტემო მიდგომით შედეგს ვერ მივიღებთ – გიორგი ვაშაძე

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, პირველი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები; მეორე საზღვარზე შემოსული ადამიანების ტესტირების ალგორითმი. გიორგი ვაშაძის განცხადებით აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რადგან ჯანდაცვის სექტორში საჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მიდგომა და პროფესიონალებთან კონსულტაციები. „ჩვენ ორშაბათს ხელისუფლებას წარვუდგინეთ საზღვრის […]

ყველა პაციენტს რა ჩივილებითაც არ უნდა შევიდეს კლინიკაში აუცილებელია გაუკეთდეს ტესტი – მანანა ჯებაშვილი

გასტროენტეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს მანანა ჯებაშვილს მიაჩნია, რომ ყველა პაციენტს რა ჩივილებითაც არ უნდა შევიდეს ის კლინიკაში აუცილებელია გაუკეთდეს ტესტი, რადგან ყველა შემთხვევაში ჩივილები გასხვავებულია. ჯებაშვილის თქმით აუცილებელია აგრესიული ტესტირებიდან აგრესიულ საინფორმაციო კამპანიაზე გადასვლა, რადგან ქართული პოპულაცია კანონმორჩილი არ არის და მითუმეტეს რეკომენდაციების პატიოსნად შემსრულებელი. გასტროენტეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც მოსახლეობა და ერი დაიცავს რეკომენდაციებს ისე […]

ადამიანები სახლში იყვნენ ჩაკეტილები სტრესის ქვეშ და ეს რა თქმა უნდა იწვევს ბევრი დაავადებების, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების გამწვავებას – მანანა კვარცხავა

ექიმი-გასტროენტეროლოგის მანანა კვარცხავას განცხადებით კორონა ვირუსის პერიოდში ადამიანები სახლში იყვნენ ჩაკეტილები სტრესის ქვეშ, რამაც ბევრი დაავადებების, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვია. კვარცხავას თქმით არა მხოლოდ ნერვული სისტემის, არამედ კარდიოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემა პრობლემები გამოიწვია და მიაჩნია, რომ ფეხით სიარული, ქუჩაში გავლა და კომუნიკაცია ჯანმრთელობის საწინდარია. ექიმი-გასტროენტეროლოგი მოსახლეობას მოუწოდებს სახლში ყოფნის დროს ყურადღება მივაქციოთ იმას, […]

ჩვენ ნელ-ნელა გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ კვლავს არ დავბრუნდეთ კარანტინში, ამისთვის კი აუცილებელია გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია – მაკა ჭიღლაძე

ექიმი-პედიატრის მაკა ჭიღლაძის განცხადებით კორონა ვირუსის პერიოდში ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში სახლში იყვნენ და მათ ამ დროის განმავლობაში გარკვეული სტრესი მიიღეს ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამო. ჭიღლაძის თქმით მშობლებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირება ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რადგან ბავშვები მშობლებს უყურებენ და მაგალითს სწორედ მათგან იღებენ. ექიმი-პედიატრი მშობლებს მოუწოდებს მაქსიმალურად იყვნენ […]

დღეს ჩვენ გვაქვს კოვიდ-19, ხვალ შეიძლება გვქონდეს კოვიდ-20, კოვიდ-21 და ასე შემდეგ. ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ დეპრესიაში, აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირება – გიორგი ჩახუნაშვლი

ევრო  მეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის თავმჯდომარემ გიორგი ჩახუნაშვილმა  „სტატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად კორონავირუსთან გამკლავების მეთოდების დანერგვის საკითხი განიხილა. თბილისის მეცნიერებათან დოქტორის პროფესორ-აკადემიკოსის განმარტებით მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტების მზადყოფნა. ჩახუნაშვილმა ასევე ვალეოლოგიის აუცილებლობასა და კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტების ერთად მუშაობა, იმუნოლოგების, ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების და ა.შ, რადგან მოხდეს […]

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი საინტერესო სტრატეგიას სთავაზობს ხელისუფლებას ისე, რომ არანაირი კოლაფსი არ დადგეს ქვეყანაში და როგორც მინიმუმ განხილვის ღირსია – ნოდარ ხარშილაძე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ფაზას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასში საინტერესო ასპექტებია ასახული. ხარშილაძის თქმით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ძალიან ზოგადია, ხოლო მასში გაწერილი ეტაპები ნელი, რომელიც არ ითვალისწინებს პროაქტიულ მიდგომებს პრობლემის გადაჭრასთან მიმართებით. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ […]

კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ოპერატიულად და მაქსიმალურად სწრაფად მიიღო ისეთი გადაწყვეტილელები, რომელიც მოსახლეობას მომავალში საფრთხეს არ შეუქმნის – დავით ცეკვავა

„სტატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით საქართველოს საზღვრების გახსნაზე და ტურისტების მოზიდვის აუცილებლობაზე იმსჯელა ექსპერტმა დავით ცეკვავამ, რომელმაც განმარტა, რომ  ტურიზმის სექტორი და მანქანეების რეექსპორტი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ძირითად ეკონომიკასთან. სწორედ ამიტომ „სტატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ხელისუფლების ის განაცხადება, რომ ტურიზმს გახსნიან მესამე კვარტალში, ანუ წლის ბოლოს ზამთრის სეზონისათვის, რაც ცეკვავას […]

“სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ წარმოდგენილი გეგმა არის თანმიმდევრული, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნის მაგალითს ითვალისწინებს – გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში ექსპერტის გიორგი რუხაძის განცხადებით „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე ფაზა პროაქტიულია, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნის მაგალითს ითვალისწინებს და მასში კარგად არის დაბალანსებული ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკის ამუშავება. „GSAC“ – ის ევროპული კვლევების დირექტორის თქმით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმა აბსოლიტურად რეაქტიულია, რეაგირებს კრიზისზე, თუმცა არავინ იცის საბოლოო ჯამში […]

თუ ხელისუფლება არ შეიმუშავებს რეალურ გეგმას, რომელიც არა მიმდინარე მოვლენების რეაგირებაზე, არამედ წინასწარ დაგეგმვაზე და კრიზისების მართვაზე ორიენტირებული იქნება, წინ მასობრივი შიმშილი გველის – ალექსი ნონიაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის წევრი ალექსი ნონიაძე კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად ქართულ ეკონომიკაზე და მთლიანად  ტურიზმის სექტორზე მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე საუბრობს და აცხადებს, რომ უმუშევრობამ მასობრივი სახე მიიღო, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების, თვითდასაქმებულებისა და უმუშევართა რაოდენობამ დღეს ქვეყანაში 1.34 მლნ-ს მიაღწია.  ნონიაძეს მიაჩნია, რომ თუ საზღვრები არ გაიხსნება და ეკონომიკა არ ამუშავდება, ახლო მომავალში ფულადი […]

ბატონი მიხეილ ჩხენკელი თავს ანგარიშვალდებულად მხოლოდ  პოლიტიკურ „ზემდგომებთან“ თვლის და არა განათლების სისტემაში ჩართულ მხარეებთან – ნანა ტოხვაძე

“ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი კორონავირუსის გამო განათლების სფეროში გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და ყურადღებას სამინისტროს მიერ წარდგენილ ხედვებზე ამახვილებს. ნანა ტოხვაძე შესაბამისი უწყებების მხრიდან წარდგენილ გეგმებს ეჭვქვეშ აყენებს და აქცენტს განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ”Microsoft Teams”- ის პროგრამაზე აკეთებს. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული პროგრამული გეგმის მიღწეული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები დღემდე უცნობი რჩება. “Covid 19-ის […]

მთავრობა ვერ პასუხობს გამოწვევებს, მათი ანტიკრიზისული გეგმა სწორედ იმ ადამიანებს ტოვებს დახმარების გარეშე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება – თეონა ჭალიძე

კორონავირუსის ფონზე ქვეყანაში განვითარებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ყოველდღიურად შიმშილის პრობლემის წინაშე დგას. ჭალიძის თქმით პირადად მას ასობით ადამიანი დახმარებისთვის მიმართავს რათა ამ კრიზისულ ვითარებას თავი დააღწიონ. “პანდემიამ საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. მინიმუმ ერთი მილიონი ადამიანი […]

განგაში თუ არ ავტეხეთ საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება – გიორგი ვაშაძემ და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა სტრატეგია “აღმაშენებლის” ანტიკრიზისული გეგმის მეორე ფაზაზე იმსჯელეს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის მეორე ნაწილზე მსჯელობენ. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ პროცესები წარიმართება, ისე როგორც დღეს, ტურიზმის და მანქანების რეექსპორტის სექტორიდან საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 20 პროცენტს დაკარგავს. გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა სამ ეტაპიან გეგმაზე, სადაც დეტალურად არის გაწერილი, შეზღუდვების მოხსნის […]

15 მაისს მოიხსნას ყველა შიდა შეზღუდვა მასობირვი შეკრებების გარდა – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვისა და ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად  და ეტაპობრივად მოხსნას  სხავდასხვა დაწესებული შეზღუდვა. გიორგი ვაშაძის თქმით, თუ საქართველოში საგანგებო მდგოამრეობა კიდევ გაგრძელდება ქვეყანაში უამრავ მოქალაქეს  შიმშილი ემუქრება, რაც ბევრად მეტ ადამიანს დააზარალებს ვიდრე კორონა ვირუსი. “15 მაისს მოიხსნას ყველა შიდა შეზღუდვა მასობირვი შეკრებების გარდა, პირველ ივნისს გაიხსნას სახმელეთო საზღვრები […]

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველო იქნება პირველი, ვინც შიდა შეზღუდვებს მოხსნის, ეს ტყუილია, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ უკვე დაიწყო შეზღუდვების მოხსნა – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ 15 მაისისთვის მოიხსნას ყველა შიდა შეზღუდვა, 1 ივნისს გაიხსნას საზღრები მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე, ანუ წინასწარ ტესტირებული უცხოელებისთვის და 15 ივნისს საჰაერო საზღვრები წინასწარ ტესტირებული უცხოელებისთვის. როგორც მან ექსპერტებთან შეხევედრისას კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას განაცხადა, თუ დღეს განგაში არ ატეხეს ამ მიმართულებით, შეიძლება იმ ქვეყნების სიაში მოვხვდეთ, სადაც მასობრივი […]

№15 დადგენილება, როცა ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვართ, გაუმართლებელია – ესაა მონოპოლისტების ხელშემწყობი, წვრილი და საშუალო დაწესებულებები კი სამედიცინო სფეროდან განიდევნენ – სერგო ჩიხლაძე

№ 15 დადგენილება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი დადგენილება, ხოლო წვრილი და საშუალო დაწესებულებები განიდევნენ სამედიცინო სფეროდან, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 56 სამედიცინო დაწესებულების გამოთიშვას. ჩიხლაძის შეფასებით, აღნიშნული დადგენილება სერიოზულ რისკებს აჩენს ერთი მხრივ, პაციენტებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის […]

“ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე, გვეუბნებიან ჯანმრთელობა ან ეკონომიკა, ჯანმრთელობა ან შიმშილი” – გიორგი ვაშაძე

„ტყუილია, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, ვინც მოხსნის ამ არათანაზომად შეზღუდვებს, ხელისუფლება გვაყენებს ცრუ დილემის წინაშე,“ – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ყველა განცხადება, რასაც ხელისუფლება აკეთებს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მავნებლობა. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით დაახლოებით 150 ათასი სამუშაო ადგილია დაკარგული და „ქართულმა ოცნებამ“ არათანაზომიერი შეზღუდების გამო ადამიანები შიმშილისათვის გასწირა: […]

“ხელმოწერილ დოკუმენტზე უარის თქმის არანაირ უფლებას არავინ არ მისცემს ხელისუფლებას, სჯობს დროულად შეასრულონ მოთხოვნა, როგორც პატიმრების განთავისუფლება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პარლამენტში – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით ხელისუფლებას მოუწევს ყველა მოთხოვნის შესრულება, რადგან ხელმოწერილ დოკუმენტზე უარის თქმის უფლებას  არავინ არ მისცემს. ვაშაძის თქმით ხელისუფლება სარგებლობს კორონა ვირუსით შექმნილი კრიტიკული სიტუაციით, მაქსიმალურად წელავს ამ პროცესებს და მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა შეზღუდვა არის ხელოვნურად შექმნილი და არანაირად არ არის საჭირო დღეს ქვეყანაში. ოპოზიციონერი ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას პარლამენტის მუშაობის […]

სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდმა ანტიკრიზიაული გეგმის მეორე ფაზა “როგორ გადავურჩეთ მასობრივ შიმშილს“ წარადგინა

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მეორე ფაზა წარადგინა, რომელიც ოთხი ნაბიჯისგან შედგება: პირველი ნაბიჯი საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნას და ეპიდ უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას ითვალისწინებს, მეორე ნაბიჯი 100 000 ტესტის მინიმუმ ჩატარებას, საქართველოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობისთვის; მესამე ნაბიჯი ტურისტების წინასწარ ტესტირებას მოიცავს, ხოლო მეოთხე ნაბიჯი საინფორმაციო კამპანის ჩატარებას გულისხმობს […]

გიორგი ვაშაძე ნათია თურნავას – ნუ შეეშინდებათ ღია დისკუსიების, შევხვდები ნებისმიერ ეთერში

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოპონენტების მიმართ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმიანება და მთავრობის წარმომადგენლებს ღია დისკუსიაში იწვევს. გიორგი ვაშაძის თქმით, ის პრეზენტაციები რაც ხელისუფლების მხრიდან გააკეთდა, სრულიად უშინაარსოა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „საზოგადოების კეთილგანწყობას ლამაზი სლაიდებით ვერ მოიპოვებენ”. „ჩვეულებრივი არაპროფესიონალები არიან, რომლებიც კაბინეტებიდან ვერ გამოდიან და ჰგონიათ, რომ ლამაზი სლაიდებით ხალხის გულს მოიგებენ. […]

“გაერიდეთ პოლიტიკას და ნუ გახდებით ამ ბრძოლაში ხელისუფლების ბრმა იარაღი” – გიორგი ვაშაძე ქართველ მედიკოსებს მიმართავს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ექიმებს მოუწოდებს გაერიდონ პოლიტიკას,არ გახდნენ ამ ბრძოლაში ხელისუფლების ბრმა იარაღი და თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან. ვაშაძის თქმით, როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება ქვეყანაში პრობლემები”ქართული ოცნება” ხელს ექიმებისკენ გაიშვერს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისევ ოპოზიციის დასაცავები გახდებიან. სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით ექიმის საქმე არის და უნდა იყოს ადამიანის […]

გიორგი ვაშაძე – ნუ შეგეშინდებათ სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების ამოქმედების, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად

„ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რაც უფრო ფართოა დიაგნოსტიკა მით უფრო ფართოა აღმოჩენის შემთხვევების რაოდენობა, „რასაც გუშინ და გუშინწინდელი შემთხვევები ადასტურებს“. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი მიდგომების სისწორეს. ოპოზიციონერი ლიდერი გასულ პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი 13 მარტიდან დაჟინებით ითხოვდნენ სწრაფი და აგრესიული ტესტირების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით. სტრატეგია […]

მივმართავ პირადად გახარიას – გიწვევთ ღია საჯარო დისკუსიაში, რადგანაც ისე არ გამოვიდეს, თითქოს მე ან ოპოზიცია ვსაუბრობთ ჩასაფრებულის პოზიციიდან და არაჯანსაღად, უსამართლოდ ვაკრიტიკებთ მთავრობას – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ღია დისკუსიაში იწვევს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე. გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერის განმარტებით, მთავრობის მიერ გუშინ წარდგენილი ეკონომიკური ანტიკრიზისულ გეგმა სინამდვილეში არისვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებული პროგრამა და ამ რთულ ვითარებაში ხელისუფლება ადამიანთა გაჭირვებით სარგებლობს: „სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება, რომ ამ რთულ […]

ვაშინგტონში სავალუტო ფონდის ცენტრალური ოფისი შეშფოთებულია თუ რატომ არ დაიწყო მთავრობამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ვაშინგტონის სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან ხანგრძილი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან თუ რატომ არ განახორციელა საქართველოს მთავრობამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით, რადგან სავალუტო ფონდისგან წელს დამატებით მხოლოდ 280 მილიონის დახმარებაზეა საუბარი და ასევე მათთვის გაუგებარია რატომ არ იწყება მასობრივი […]

შიმშილი ხალხს გამოიყვანს ქუჩაში და ამ პროცესებს ვეღარ გავაჩერებთ – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გაგრძელება მმართველი გუნდის დანაშაულებრივი სიჯიუტის და არაპროფესიონალური დამოკიდებულების ბრალია, რადგან მასობრივი ტესტირება ქვეყანაში კვლავ არ არის. ვაშაძის თქმით ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება და ასობით ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა, ხოლო ქართული ბიზნესი და ეკონომიკა განულდა. სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ავტორს მიაჩნა, რომ მისი […]

გიორგი ვაშაძე – დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში მასობრივი ტესტირება არ გვაქვს, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ ამის გამო, გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გაგრძელება

დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში არ გვაქვს მასობრივი ტესტირება, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ ამ მასობრივი ტესტირების არქონის გამო, გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გაგრძელება , – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლების დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, საზოგადოება ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, შიმშილის პრობლემის წინაშეც დგას. „სამწუხაროდ, ჩვენ ვართ დანაშაულებრივი სიჯიუტის მსხვერპლი. […]

თქვენ გაანულეთ საქართველოს ეკონომიკა, გაანულეთ ქართული ბიზნესი, უმუშევრად დატოვეთ ასობით ათასი ადამიანი და შიმშილისთვის გაწირეთ საქართველოს მოსახლეობა – გიორგი ვაშაძე

კორონავირუსის პრევენციისას დაშვებული შეცდომების შედეგად გამოწვეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, მთავრობას რომ ეხელმძღვანელა მის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმით, რომელიც ერთადერთი დაწერილი გეგმაა, შეზღუდვების მოხსნა მალე დაიწყებოდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა თუ ქართული ბიზნესი ასე განულებული არ იქნებოდა, ხოლო რომ შიმშილი არის ისეთი […]

სახელმწიფო პილატე პონტოელის მსაგვსად პასუხისმგებლობას გაურბის-ეს არის არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მძაფრი ინტერესი ხელისუფლების შენარჩუნების – გიორგი ვაშაძე ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ ზომებსა და ხელისუფლების ნაბიჯებს აფასებს

“პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება მართავს პროცესს  – სწორედ ამიტომ, ჩვენ თითოეული საქართველოს მოქალაქე ვართ სპონტანური გადაწყვეტილებების მსხვერპლი” – ასე აფასებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთხელ გამკაცრებულ ზომებს სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე. “ახალი საქართველოს” თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო პილატე პონტოელის მსაგვსად პასუხისმგებლობას გაურბის. გიორგი ვაშაძის თქმით მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა […]

გიორგი ვაშაძის მიმართვა ქართველ ხალხს

დღეს დიდი ხუთშაბათია, საიდუმლო სერობის ანუ პირველი საღვთო ლიტურღიის დღე. სწორედ ამ დღეს მინდა მივმართო არა ხელისუფლებას რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოს. მეგობრებო, ქვეყანაში დაწყებულია საშიში ვირუსის ფარული, მრავალჯერადი, უკონტროლი გავრცელება, რადგან არ გვაქვს მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირება. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია,რომლებმაც არ იციან რომ ინფიცირებულები არიან, შესაბამისად სავარაუდო ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე […]

ეს იქნება დამატებითი რისკი ინფექციის გავრცელებისა და ეპიდაფეთქების რომელზედაც პასუხისმგებელი ხელისუფლება და პრემიერ მინისტრია – სერგო ჩიხლაძე

“ეს არის უდიდესი რისკი და რეალური საფრთხე ინფექციის კიდევ უფრო გავრცელების, რომელიც ჯერ გამოიწვევს ეპიდემიური სიტუაციის დამძიმებას, რომლის შედეგებიც უფრო თვალნათელი გახდება შეკრებებიდან 2-3 კვირის თავზე, როდესაც უკვე გაივლის ინკუბაციური პერიოდი და ახალი ტალღით შეიძლება იფეთქოს ეპიდოლოგიურმა სიტუაციამ” – ასე აფასებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღდგომის დღესასწაულთან […]

ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია – გიორგი ვაშაძე VS გიორგი გახარია

ხელისუფლებას ვთავაზობდით, ვეუბნებოდით ჩემი და ჩემი გუნდის მიერ შემუშავებულ გეგმას. ყველანაირი ხერხით მოგაწოდეთ ჩვენ მიერ გაწერილი გეგმა, მაგრამ არავინ მოისმინა! არავინ წაიკითხა! ახლა ვიზუალიზაციას ვაძლევთ ჩვენს გეგმას იმისათვის, რომ თქვენც და რაც მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა ნახონ, მოისმინონ, გაეცნონ გეგმას ვიზუალურად, თუ რაზე იყო საუბარი თვენახევრის განმავლობაში, რომ დარწმუნდნენ ეს ობიექტური და განსახორციელებელი იყო […]

მივმართავ არა ხელისუფლებას რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოსა და მორწმუნე მრევლს რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ნუ გამოვცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს – გიორგი ვაშაძე

“ხელისუფლება  მალავს და აყალბებს  მონაცემებს, რასაც აღდგომის შემდეგ აუცულებლად მოჰყვება დავირუსებულთა უკონტროლო, მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიარქოსა და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს” – ასე აფასებს სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთი იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე მომაკვდინებელი ვირუსის ფარულ და უკონტროლო გავრცელებაზე საუბრობს და მიზეზად მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირების არ არსებობას  ასახელებს. მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე […]

გახარიას დუმილი და უმოქმედობა არის პილატეს გზა – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით დუმილი დაარღვიოს და მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საზოგადოების უსაფრთხოებისათვის, რადგან მისი განმარტებით ტელევიზორების ეკრანებიდან უსაფრთხოდ თვალის მიდევნება და მნიშვნელოვან მომენტში დუმილი არ არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევანი, ეს უფრო პილატეს მსგავსი ხელის დაბანის და შორიდან ყურების არჩევანია, რაც დანაშაულის ტოლფასია „ქვეყანაში გამოცხადებულია […]

პილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე, არა ლამაზი სიმბოლური მეტაფორის გამო, არამედ ვგულისხმობდი მის შინაარსს – გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს ისევ მიმართავს განცხადებით და საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით გიორგი გახარია მოქალაქეების/მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს, როგორც პილატე პონტოელმა არჩია განრიდებოდა სიტუაციას და ამ პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს, რაც დანაშაულის ტოლფასია: „ჩვენ ვიცით, რომ 2 დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება […]

გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას მიმართავს – დანაშაულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართავს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია მოქალაქეების, მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. „ჩვენ ვიცით, რომ 2 დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალებში მორწმუნე მრევლის მონაწილეობის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით და ორდღიანი მოლაპარაკების შედეგი არის ის რომ, მრევლის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე […]

ეპიდაფეთქების შემთხვევაში ხელისუფლება ხელს ეკლესიისაკენ გაიშვერს და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს ყველაფერს – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას დაარღვიოს დუმილი და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამოაცხადოს კონკრეტული მოქმედების გეგმა. ოპოზიციონერი ლიდერი მთავრობისგან მოითხოვს, ამ რთულ ვითარებაში, იფიქრონ ხალხის ჯანმრთელობაზე და არა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე „წინ დიდი ხუთშაბათია, წითელი პარასკევი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამასთან […]

მივმართავ საპატრიარქოსა და მორწმუნე მრევლს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ძალიან მძიმე ვირუსს ვებრძვით – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საპატრიარქოსა და მორწმუნე მრევლს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობას, რადგან ქვეყანა ძალიან მძიმე ვირუსს ებრძვის. ვაშაძის თქმით, თუ აჭარაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება, მაშინ ეს შესაძლებელია სხვაგანაც გაკეთდეს. „დღეს დიდი ხუთშაბათია და დღევანდელ დღეს უკვე აზრიც არ აქვს ხელისუფლებას მივმართოთ, რომელმაც […]

სამწუხაროა რომ სწრაფი დიაგნოსტიკის არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება” – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბაღდათში კორონა  ვირუსის დადასტურებულ ფაქტს ეხმაურება და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები მოქალაქეებს ტესტს არ უკეთებენ და მათ სახლებში გზავნიან, მიზეზად კი პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომების არ არსებობას ასახელებენ. ვაშაძის თქმით ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდაფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა […]

ხელისუფლება ვერ მართავს პროცესებს, პირიქით პროცესი მართავს ხელისუფლებას – გიორგი ვაშაძე

საქართველოში საგანგებო ვითარების შესაძლო გაგრძელებას “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველად გამოცხადებული საგანგებო ვითარება ხელისუფლებისგან აბსოლიტურად გაუთვლელად მოხდა ყოველგვარი გეგმისა და სტრატეგიის გარეშე და ყოველი გაგრძელებული დღე  შიმშილს ნიშნავს , რადგან ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა. ვაშაძის თქმით ხელისუფლება ვერ მართავს პროცესებს, პირიქით პროცესი მართავს ხელისუფლებას   “პირველადაც რომ გამოცხადდა საგანგებო ვითარება, […]

ჩვენ წესრიგს ვითხოვთ სწორედ ჩვენი მოქალაქეების/მორწმუნე მრევლის უფლებებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე – გიორგი ვაშაძე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილს „ახალი საქართველოს“ ლიდერი ეხმაურება. გიორგი ვაშაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მას სამოქმედო გეგმის წარდგენისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერს მიაჩნია, რომ მთავრობის განზრახვა შემდგომში მოსალოდნელი ეპიდ-აფეთქების ქრისტიანული თემისა და ეკლესიის დაუდევრობის დაბრალება ინება. ვაშაძემ ბრიფინგზე გახარიას ქვეყნის მოსახლეობის/მორწმუნე მრევლის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების […]

სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი იყო პირველი რომელიც სწრაფ დიაგნოსტიკაზე ალაპარაკდა – ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას აფასებენ

ჩვენს კითხვებს პასუხობს:  ჯანდაცვის  ექსპერტი, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ერთ-ერთი თანაავტორი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი –  სერგო ჩიხლაძე.   თვენახევარი გავიდა, რაც ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის. ქვეყანაში კვლავ არ არის სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალებები. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი? მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს სამოდელო ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში, ოღონდ ეპიდემიებთან ბრძოლას “აგრესიული” […]

სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდმა, შექმნილი მდგომარეობის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის, აპლიკაცია შექმნა

ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ვითარებამ, ვირუსის საფრთხემ და გატარებულმა მკაცრმა ზომებმა უამრავი ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე, გაუარესდა მათი ფინანსური მდგომარეობა და შემოსავლის გარეშე დარჩა ოჯახების უმეტესობა. ამასთან დაკავშირებით მომზადდა კითხვარი და კონკრეტული აპლიკაციის მეშვეობით დაიწყო შესაბამისი ადამიანების აღრიცხვა. აღნიშნული კითხვარის შევსება არ გულისხმობს უმუშევრად დარჩენილი პირის ავტომატურად დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა მისი შევსებით დაეხმარებით სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდს, […]

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ არის სირცხვილი ოპოზიციასთან კონსულტაციები ეპიდემიის დროს” – ნოდარ ხარშილაძე

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეიძლება რაღაც პუნქტები ჩასწორებას საჭიროებდეს, მაგრამ ის რომ გეგმა და ხედვა არსებობს შთამბეჭდავია. ხარშილაძემ მმართველ გუნდს მოუწოდა ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლისაკენ, რადგან ეპიდემიის დროს ეს სირცხვილი არ არის და მას, როგორც მოქალაქეს სურს, რომ ხელისუფლებას გეგმა და ხედვა ჰქონდეს: […]

სტრატეგია “აღმაშენებლის” ანტიკრიზისული გეგმა, დგას ძალიან სერიოზულ საერთაშორისო გამოცდილებაზე – გიორგი რუხაძე

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ვაშაძისა და მისი გუნდის მიერ წარმოდგენილ გეგმაში არის გათვალისწინებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნულიდან არ დავიწყოთ რაღაც რაღაცეები და ველოსიპედი თავიდან არ გამოვიგონოთ – განაცხადა გიორგი რუხაძემ გიორგი ვაშაძის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. GSAC-ის ევროპული კვლევების დირექტორი და საერთაშორისო […]

ანტიკრიზისული გეგმები უნდა იყოს საჯარო და ხალხმა იცოდეს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა რომელსაც მივყვებით… – ხათუნა ლაგაზიძე

“ასეთი ჩამოყალიბებული, მწყობრი სახით სტრატეგია პოლიტიკური სპექტრისგან ამ თემაზე ჯერ არ მინახავს” – ხათუნა ლაგაზიძე სტრატეგია “აღმაშენებლის” საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს. პოლიტიკის ანალიტიკოსი და უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას გაეცნო, რომელიც ჩამოყალიბებული და მწყობრი სახით წარმოდგენილ სტრატეგიად შეაფასა და აქვე განაცხადა, რომ დღეს ჩვენ ბიოლოგიური ომის […]

გიორგი ვაშაძე – 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკვე 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას სთხოვენ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინოს. მისივე თქმით, მათ ეს დოკუმენტი არ უხილავთ და იძულებულები გახდნენ საკუთარი გეგმა წარედგინათ. ვაშაძის განმარტებით, მათი გეგმა სახელმწიფოს მოქმედებისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. „ჩვენ პარასკევს წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა- „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიერ შემუშავებული. ეს იყო ჯანდაცვისა და სამხედრო სპეციალისტებთან ერთად […]

სტრატეგია “შეუტიე კორონას!”: გიორგი ვაშაძის და მისი გუნდის 14 დღიანი ანტიკრიზისული გეგმა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის 14 დღიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის მიხედვით მთავრობისა და საზოგადოებისათვის შესთავაზება გაკეთდა კორონავირუსის არა შეკავებაზე, არამედ შეტევაზე ორიენტირებული სტრატეგია, სახელწოდებით „შეუტიე კორონას“. ოპოზიციონერმა ლიდერმა მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და მედია საშუალებებს, რომ ახლა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საზოგადოებისა და […]