fbpx

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას აგრძელებენ

irakli
ოქტ 13, 2020 კატეგორიის გარეშე 0 Comment

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო პლატფორმიდან აცნობეს, დღეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე, აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა, პოლიტიკური სუბიექტის “გიორგი ვაშაძე- სტრატეგია აღმაშენებელის” ოფისში, გიორგი ვაშაძეს და მისი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებულ დარღვევებზე და მძიმე საარჩევნო გარემოზე. „გიორგი ვაშაძემ და პარტიის შტაბის წევრებმა “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრებს გააცნეს ის დარღვევები, რომლებიც მათი საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” არსებულ საარჩევნო გარემოზე და დაფიქსირებულ დარღვევებზე ანგარიშს ამზადებს, სადაც, გადამოწმების შემდეგ, შეხვედრაზე პარტიის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც მოხვდება. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეს განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ არჩევნებში,- ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მსგავსი განცხადებებით მათ ამომრჩევლის შენარჩუნება სურთ.

“ასეთი ხელოვნური განცხადებებით უნდათ, რომ ამომრჩეველი შეინარჩუნონ. ნახავთ, რომ მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი იმიტომ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება, მანიპულაციები, მოტყუებები, უამრავი ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. ხალხს უნდა აღმშენებლობა. არჩევანი მარტივია – ფულის მკეთებელთა გუნდი, ივანიშვილის გუნდის სახით და საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშნებელის“ სახით”,- განაცხადა ვაშაძემ.


+32 2 111 878    © 2020 “სტრატეგია აღმაშენებელი”