სერგო ჩიხლაძე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ნიუ ორლეანის ტულენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

სერგო ჩიხლაძე არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰამფრის პროგრამის სტიპენდიანტი. მას მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან. ის არის ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი, შიდსის ასოციაცია და სხვ.

სერგო ჩიხლაძეს აქვს პროექტების მართვის 15 წლიანი გამოცდილება. 2008 წლიდან დღემდე ის ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს სააგენტოები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გლობალური ფონდი, ევროკავშირი და სხვ.) მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში. სერგო ჩიხლაძე ასევე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2005-2009 წლებში იყო ქართულ-ამერიკული აკრედიტებული სამედიცინო კოლეჯის დეკანი.

2013-2014 წლებში სერგო ჩიხლაძე მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემების განვითარების, კერძოდ კი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. 2014 წლიდან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი და კონსულტანტი, ის ჩართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეგიონულ პროგრამებსა და ინიციატივებში, როგორიცაა ჯანდაცვის სფეროს რეფორმები, ელექტრონული ჯანდაცვა, პირველადი ჯანდაცვა, ჯანდაცვის და სოციალური კვლევების დიზაინი და ანალიზი, პროგრამების შეფასება და სხვ.

2019 წლიდან სერგო ჩიხლაძე არის საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრთან არსებული ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი. 2015 წლიდან ის ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას საქართველოში. 2020 წლიდან სერგო ჩიხლაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.