საქართველოში არსებული  მდგომარეობის აღწერა 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ 300 მილიონი დოლარი დაკარგა, რომლის მიხედვითაც შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი 92,8 დოლარით შემცირდა (საქსტატი).

მოსახლების მიერ მოხმარებული სასურსათო  პროდუქტების დაახლოებით 60% იმპორტირებულია, შესაბამისად გაუფასურებული ლარის პირობებში გვიწევს ვიყიდოთ დოლარში. კიდეც უფრო მძიმე მდგომარეობაა მშენებლობის სფეროში, სადაც მოხმარებული მასალის თითქმის 80%-ის იმპორტირება ხდება.

უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს სამუშაო ადგილების მხრივ, 41 000 – ით გაიზარდა საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა, რაც თითქოს კარგია იმ მხრივ რომ სამუშაო ადგილები შეიქმნა, მაგრამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 41 200 – ით შემცირდა კერძო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა. ანუ, კერძო სექტორი მცირდება ქვეყანაში და იზრდება ბიუროკრატია.

ასევე, რაც ყველაზე საგანგაშოა, გვაქვს  მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. 2012 წლიდან დღემდე 64 000  ადამიანით შემცირდა სამუშაო ძალა, ანუ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  ქმნიან ეკონომიკას.

საშუალო თვიური ხელფასი 2012 წელს იყო 475 დოლარი (კურსით 1.67), ხოლო 2018 წლის მონაცემებით  378 დოლარი (კურსით 2.97).

დღეს, მოსახლეობის 43 % (NDI-ის მონაცემებით) ამბობს რომ ბოლო 5 წლის მანძილზე მისი მდგომარეობა გაუარესდა, 30 % თანახმაა  500 ლარზე იმუშაოს, რაც რეალურად ძალიან დაბალი შემოსავალია, განსაკუთრებით თუ მას დოლართან მიმართებაში განვიხილავთ.

სოფლად მოსახლეობის 41%  ცხოვრობს, სადაც თოთოეული თვითდასქმებული ოჯახის თვიური შემოსავალი მხოლოდ 57 ლარს შეადგენს.

ბოლო 6 თვის მანძილზე მოსახლეობის 48%-ს  არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა კომუნალური გადასახადები

ქვეყანაში შექმნილია  მძიმე სოციალური ფონი, მოსახლების 60 %  დროდადრო საკვებს ვალით ყიდულობს, 315 000 ოჯახი  რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, 123 000 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს და ჯამურად 1 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული იმისთვის რომ რამე სახის დახმარება მიიღოს სახელმწიფოსგან. მარტო თბილისში ყოველდღიურად  40 000 ადამიანი იკვებება უფასო სასადილოში.

2019 წელს, 2018 წლის ბოლო ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 54%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, ანუ მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად ყოველწლიურად უარესდება.

ამ ყველაფერს ემატება  არსებული გამძაფრებული ნიჰილიზმი, უიმედობა.  მოსახლეობის 49% თვლის რომ ქვეყანა არასწორად ვითარედება, 30%-ის აზრით ქვეყანა არ იცვლება და მხოლოდ, სულ რაღაც მოსახლეობის 18%-ს მოსწონს არსებული მდგომარეობა.

და ალბათ ყველაზე მძიმე შეფასება რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო საერთაშორისო მაღალავტორირეტული ორგანიზაციის Freedom house – ის დასკვნა, სადაც მათ აღნიშნეს რომ საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია, ხელისუფლება არ ემსახურება ხალხის ინტერესს.

რატომ გვჭირს ეს ყველაფერი?

რატომ არის ასეთი გაჭირვება და უსამართლობა ქვეყანაში? რატომ ხდება ისე რომ წინსვლის ნაცვლად უკან მივდივართ? მიზეზი არის ის რომ კონცენტრირებული ვართ მხოლოდ დაპირისპირებაზე. დაპირისპირებაა ყველგან: პოლიტიკაში, ბიზნესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქუჩაში და ამ ძმიმე ფსიქოლოგიურ ფონს, რაც ყველაზე ცუდია  გადავცემთ ჩვენს შვილებს, შესაბამისად ვართ იმ უმძმეს მდგომარეობაში რომ კარგს აღარ ვეძებთ, აღარ გვაქვს უკეთესი მომავლის იმედი და თავს გვახვევენ თითქოს არჩევანი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის.

და მაინც სად არის გამოსავალი?

გამოსავალი საერთო მიზნის ირგვლის გაერთიანებაშია, არა უბრალოდ, მხოლოდ ხელოვნურად, არამედ ჩვენი მრავალფეროვნებით, სხვადასხვა იდეებით და მოსაზრებებით.

გავერთიანდეთ აღმშენებლობის იდეის გარშემო

რომელიც მოგვცემს იმ დონის პოზიტიურ მუხტს, რომ დაგვიბრუნებს რწმენას, რომ  ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად გავაკეთოთ, მივაღწიოთ წარმატებას, წავიდეთ წინ. მთავარია დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი სადაც ყველა საქართველოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს, იქნება ის საქართველოში  თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, და ის გაფანტული ნიჭიერი ადამიანები, ქართველი ტვინები, რომლებიც არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოვიძიოთ და ჩამოვიყვანოთ საქართველოში. მაგრამ ვერცერთი იდეა, რაც არ უნდა დიდი იყოს, ვერ იმუშავებს თუ არ იქნება კონკრეტული მიზანი, მისია.

სტრატეგია „აღმაშენებლის“  მისია

ძლიერი და ერთიანი, მშვიდობიანი საქართველო, თავისუფალი ადამიანებისა და ძლიერი ოჯახების ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ღირებულებებს და ორიენტირებულია პროგრესსა და ინოვაციაზე.

დიახ, ესეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი, ყველას მიზანი, თუნდაც ზემიზანი რომელმაც უნდა მოახდინოს ერის კონსოლიდირება.

სტრატეგია „აღმაშენებელი“

იმისთვის რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს გვჭიდება კონკრეტული გეგმა,  სწორედ ამიტომ, შეიქმნა სტრატეგია „აღმაშენებელი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარების კომპლექსურ, გრძელვადიან პროგრამას, რომლის საფუძველს რიგითი პრაგმატული პრობლემების გადაწყვეტასთან ერთად უპირველესად ის მასშტაბური, ამბიციური, რეალისტური მიზნები უდევს, რომლებიც მოსახლეობას, ქვეყანას უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ აუცილებელი  აღმშენებლობის პოზიტიური ენერგიით.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ სამი ძირითადი პრინციპი

სტრატეგია „აღმაშენებელი“ არის დეტალური, კომპლექსური და ერთმანეთან დაკავშირებული რეფორმების გეგმა, რომელიც ეფუძნება სამი გარემოების გააზრებას. პირველი – საქართველოს ისტორიული გამოცდილება, ანუ ვინ ვართ ჩვენ?  მეორე – საქართველოს დღევანდელი რეალობა ანუ სად ვართ ჩვენ? და  მესამე – როგორ ვითარდება თანამედროვე მსოფლიო, ანუ სად გვინდა ვიყოთ  და რას გვინდა მივაღწიოთ ჩვენ?

სტრატეგია „აღმაშენებლი“ ეფუძნება სამ მნიშვნელოვან ფასეულობას:  ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო

სწორედ ეს სამი მნიშვნელოვანი ფასეულობაა რაზეც ვაფუძნებთ ჩვენს სტრატეგიას, იმიტომ რომ არ არსებოს ძლიერი, თავისუფალი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს გარეშე, და პირიქით ვერცერთი სახელმწიფო ვერ ჩაითვლება ძლიერად, ძლიერი ოჯახებისა და ადამიანების გარეშე.

ადამიანი – როგორც უმთავრესი ფასეულობა

ჩვენთვის უმთავრეს ფასეულობას ადამიანი და მისი  თვითრეალიზება, ადამიანის შინაგანი ძალის და მისი შემოქმედებითი უნარების გამოვლენისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.  სახელმწიფოსა და ხელისუფლების ყველა ქმედება ადამიანის, როგორც უმაღლესი ფასეულობის ინტერესებისა და მისი ღირსების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ადამიანი სოციალური სტატუსით, უპირველესად  პიროვნება და მოქალაქეა, რის საფუძველზეც მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, გააჩნია შესაბამისი უფლებები და მისი რეალიზების შესაძლებლობა. შესაბამისად სტარატეგია „აღმაშენებლის“ მიზანია შექმნას რეალური პირობები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზებისათვის.

ძლიერი ოჯახი

ქართველისთვის ოჯახი უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს.  ჩვენთვის ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პირველი ეტაპი ოჯახიდან იწყება. ოჯახში ყალიბდება ბავშვის, მოზარდის ფიზიკური და ზნეობრივი სახე. აქ იწყებს აზროვნებას, სწავლობს სიყვარულს, მოთმინებას, თანადგომას, პასუხისმგებლობას.  ადამიანში ამ თვისებების განვითარება ჯანმრთელი ოჯახის საწინდარია. შესაბამისად, სტარტეგია „აღმაშენებლის“ უმთავრესი პრიორიტეტია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჯანსაღი და ძლიერი ოჯახების განვითარებას. 

 

ძლიერი საქართველო

საქართველომ მძიმე პირობებში შეძლო სახელმწიფოებრიობის დღემდე მოტანა, რაც რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა იმ რთულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა,  ამასთან ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლისა და აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის უნაკლოდ და შეცდომების გარეშე არ მიმდინარეობდა. ფაქტია ისიც,  რომ ხშირად საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს მტერზე არანაკლები ზიანი ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა მიაყენეს.

ქართველი ერი გამოირჩევა მაღალი ნიჭიერებითა და დიდი პოტენციალით, რაც მან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, დღესაც აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციების სწორად  დანახვა და იმის ნათლად წარმოჩენა-გააზრება თუ რა მდგომარეობაში იმყოფება და რა შესაძლებლობები გაჩნია საქართველოს.

მიგვაჩნია რომ, ის ქვეყნები და ერები, რომლებიც შეძლებენ ახალი ტენდენციების სწორად დანახვას და გამოავლენენ სწრაფი შეთვისებისა და ადაპტაციის უნარს, მოხვდებიან ლიდერ სახელმწიფოთა შორის და უზრუნველყოფენ ღირსეულ აწმყოსა და საუკეთესო მომავალს. ხოლო, ქვეყნები და ერები, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, მათი ხვედრი იქნება ჩამორჩენილობა, სიღარიბე, დაკნინება და დაქუცმაცება.

საქართველო –  რეგიონალური ლიდერი

სტრატეგია „აღმაშენებლის’’ მიხედვით შემუშავებული პროექტების  რეალიზების შემთხვევაში, საქართველო საკუთარ თავს, რეგიონსა და მსოფლიოს შესთავაზებს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვან, ღირებულ და პოზიტიურ სუბიექტს და შეძლებს დაიბრუნოს რეგიონში ლიდერის როლი.

თანამედროვე გააზრებიით რეგიონის ლიდერობა და შემკრები ცენტრის ფუნქცია არ გულისხმობს მხოლოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაგასაყარს და სატრანზიტო ფუნქციას, არამედ ცოდნისა და  ტექნოლოგიების ცენტრს, ხიდს რეგიონებისთვის და კავშირს თანამედროვე სამყაროსთან, განვითარებულ ძლიერ ეკონომიკას, რომელშიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რეალიზდებიან და შემდეგ უკვე ამ მიღწევებით  მთელი რეგიონი ისარგებლებს. 
სწრაფი განვითაებისთვის აუცილებელია სტრატეგია „აღმაშენებელის“ რეალიზაციცია  დაიწყოს დაუყონებლივ, ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა.

 

სტრატეგია „აღმაშენებელი“   – განვითარების თანამედროვე მოდელი

სტრატეგიაზე მუშაობდა 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი, ერთი წლის მანძილზე  შევისწავლეთ 20 სხვადასხვა ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითი, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ საქართველოში ვერ ავაშენებთ ვერც სინგაპურს, ვერც ისრაელს ან ჰოლანდიას, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მხოლოდ წარმატებული ქართული სახელმწიფო. წარმატებას კი  მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევქმით სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით განვითარების ქართულ მოდელს, რომლის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იუსტიციის სახლი, რომელიც დღესდღეისობით  თავის მიმართულებაში მსოფლიო ლიდერია. ეს არ არის რომელიმე ქვექნის ანალოგის ასლი, ეს შექმნილია უკვე არსებული ანალოგების მაგალითზე მაგრამ არის უფრო თანამედროვე და ინოვაციური .

იუსტიციის სახლი არის წარმატების ქართული მოდელი. სწორედ იგივე ამბიციური და ინოვაციური მიდგომებით  ჩვენ შეგვიძლია შევქმანთ წარმატების ქართული მოდელი ქვეყნისთვის საჭრო სხვადასხვა მიმართულებებით: ძლიერი სოფელი, ინდუსტრიული პარკები,  განვითარებული წარმოება, სასამართლო სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი და სხვა მიმართულებები, რომლებიც სამაგალითო იქნება არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის.

და მაინც რატომ აღმაშენებელი?

დავით აღმაშენებლის მმართველობა და მიღწეული შედეგები ერთი შეხედვით კანონზომიერების ჩარჩოებს სცდება, არც დავითის მმართველობამდე და არც მის შემდეგ ასეთი მიღწევა არავის ჰქონია. ბუნებრივია ისმის კითხვა, როგორ შეძლო მეფემ თითქმის ყველა სფეროში წარმატების მიღწევა და  ქვეყნის ტერიტორიების სრულად გათავისუფლება და გაერთიანება? 

აღმაშენებელმა პირველ რიგში შეძლო ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება. იგი ეტაპობრივად ახორციელებდა იმ რეფორმებს, რომლებმაც ღირსება, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობას და სუსტი, ღარიბი სამეფო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. 

აღმაშენებლის სტრატეგიული და ინოვაციური ხედვების შეჯერება თანამედროვე ტენდეციებთან და ჩვენს მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან გვაძლევს უნიკალურ ფორმულას, რომელიც არამხოლოდ ქვეყნის გადარჩენასა და კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება, არამედ სწრაფად განავითარებს საქართველოს. 


სტრატეგია „აღმაშენებელი“ – მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოდელი

სტრატეგია „აღმაშენებლის“ მიხედვით, რეალიზაციის დაწყებიდან თითოეულმა ადამიანმა  ყოველდღიურად საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა ვითარდებადა და მისი ყოფა ყოველდღიურად უმჯობესდება. ანუ სტრატეგია „აღმაშენებელი“ არ არის გრძელვადიან მომავალში დაპირებული სიკეთე, არამედ არის მყისიერი შედეგის მომტანი გეგმა. 

სწორედ ამიტომ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად ჩვენი პროგრამით პრიორიტეტი ენიჭება ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: წარმოების განვითარება, განათლება, მეცნიერება, ინოვაციური ტექნოლოგიები, ცოდნის ეკონომიკა და ქვეყნის ყველა თაობის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა,  სოფლის განვითარება, ჯანდაცვა და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძლერი საქართველოს იდეა მიღწევადია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის ან კონკრეტული პარტიის აქტივობით, არამედ საერთო ეროვნული ძალისხმევით. მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოქალაქეების ჰარმონიული და შეთანხმებული ურთიერთქმედება.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აღმშენებლობა არის ის ერთადერთი და აუცილებელი წინაპირობა ჩვენი გადარჩენისა და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა. ყველა დანარჩენი საკითხი  მხოლოდ დამხმარე საშუალებებია ძლიერი საქართველოს მიზნის მისაღწევად, რაც თავის თავში თავისუფალ ადამიანებსა და ძლიერ ოჯახებს გულისხმობს.

 

ძალა ერთობაშია

ჩვენ ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ, თანამედროვე საქართველოს