2016 წლის 5 ივნისს დაფუძნდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო”. პარტიის თავჯდომარედ ყრილობის დელეგატების მიერ არჩეულ იქნა გიორგი ვაშაძე. პარტიის მმართველობითი ორგანოა პოლიტსაბჭო, რომელიც შედგება 12 წევრისგან. პარტიას ჰყავს არჩეული გენერალური მდივანი, რომელსაც გააჩნია აღმასრულებელი და საორგანიზაციო ფუნქციები.

პარტია არის მემარჯვენე ცენტრისტი და აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს.

2020 წლის 30 ივლისს პარტიის მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიამ შეიცვალა სახელი და „ახალი საქართველო“-ს ნაცვლად ეწოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“.

პარტია მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში და არჩევნების შედეგების მიხედვით არის კვალიფიციური სუბიექტი და იღებს შესაბამის დაფინანსებას ბიუჯეტიდან და საბიუჯეტო დაფინანსებით ჰყავს წარმომადგენლები ყველა დონის საარჩევნო კომისიებში.

პარტია მონაწილეობდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

პარტია მონაწილეობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.