ვეთანხმები ჩემი პირადი მონაცემების შეფასებას, გამოყენებას და დამუშავებას

გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეაჩერებს ამ უსამართლობას. მოაწერეთ ხელი ჩვენს პეტიციას და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში:

– მთლიანად ჩამოიწერება დარიცხული პროცენტი პენსიონერთა არსებულ სესხებზე
– დაუყოვნებლივ განახევრდება პროცენტი მოქალაქეების და მცირე ბიზნესის სესხებზე

თქვენი მხარდაჭერით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩვენ საქართველოს პარლამენტში შევიტანთ კანონპროექტს, რომელიც გამორიცხავს საბანკო მონოპოლიების  არსებობას, რითაც ბოლო მოეღება  ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის პენსიონრების გაღატაკებას.  საბანკო სესხის აღება გახდება სამართლიანი მოლაპარაკების საგანი ჩვენს მოქალაქეებსა და ბანკებს შორის, ორივე მხარის სამართლიანი ინტერესების გათვალისწინებით.

ვუთხრათ არა უსამართლობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას!

ჩამოიწეროს პენსიონერთა საბანკო სესხებზე დარიცხული პროცენტი!

განახევრდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საბანკო სესხების პროცენტი!

საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია. ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობსხელფასების რეალური ღირებულება დაბლა ეცემა მაშინ, როცა საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასები 40%-ზე მეტით არის მომატებული. თავის გასატანად, სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს უსამართლოდ მაღალ პროცენტიანი საბანკო სესხის  აღება.

ამ ვითარებაში, ერთადერთი სექტორი, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიისაგან ხეირობს საბანკო სექტორია, რომელთა წმინდა მოგებამ ბოლო 8 წელიწადში 4.8 მილიარდი ლარი შეადგინა. მაშინ, როდესაც ევროპაში,  სესხებზე პროცენტი  0.5-დან 5 პროცენტამდე მერყეობს, მთავრობა საქართველოში მოქმედ ბანკებს აძლევს უფლებას 20%-ს მოგება ნახონ თითოეულ სესხზე.

კიდევ უფრო მძიმე დღეში არიან პენსიონრები. 400 000 ზე მეტ პენსიონერს აღებული აქვს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხი რომელთა საპროცენტო განაკვეთი   31%-დან 35%-მდე ინტერვალშია და ეს  2-ჯერ უფრო მაღალია  ვიდრე სხვა მოქალაქეებისათვის ან მცირე ბიზნესისთვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი.

დასავლეთის ქვეყნებში გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეთა ასეთი ძარცვა სერიოზულ დანაშაულად ითვლება. ჩვენს ქვეყანაში, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება კი გარიგებაშია საბანკო მონოპოლიებთან და მსგავს ძარცვას ოფიციალურად უჭერს მხარს.

გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეაჩერებს ამ უსამართლობას. მოაწერეთ ხელი ჩვენს პეტიციას და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში:

  • მთლიანად ჩამოიწერება დარიცხული პროცენტი პენსიონერთა არსებულ სესხებზე
  • დაუყოვნებლივ განახევრდება პროცენტი მოქალაქეების და მცირე ბიზნესის სესხებზე

თქვენი მხარდაჭერით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ საქართველოს პარლამენტში შევიტანთ კანონპროექტს, რომელიც გამორიცხავს საბანკო მონოპოლიების  არსებობას, რითაც ბოლო მოეღება  ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის პენსიონრების გაღატაკებას.  საბანკო სესხის აღება  გახდებას სამართლიანი მოლაპარაკების საგანი ჩვენ მოქალაქეებსა და ბანკებს შორის, ორივე მხარის სამართლიანი ინტერესების გათვალისწინებით.

ვუთხრათ არა უსამართლობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას!